ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმიამ ჯებრაილის რაიონში ცხრა სოფელზე დაამყარა კონტროლი
აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის არმიამ ჯებრაილის რაიონში ცხრა სოფელზე დაამყარა კონტროლი.
მოსახლეობისადმი მიმართვისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამჟამად ახალი ისტორია იწერება, რადგან ისტორიული სამართლიანობის პროცესის აღდგენა ხდება.
„ამ რეგიონებს ცხოვრება დაუბრუნდება. აღდგება ჩვენი დასახლებების ისტორიული სახელები“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ არაერთხელ მოუწოდა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, გავლენა მოეხდინათ სომხეთის ხელისუფლებაზე, მაგრამ სამშვიდობო ინიციატივები უპასუხოდ დარჩა და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში სომხეთის პოზიციების შენარჩუნებას არასდროს შეურიგდება.