ილჰამ ალიევი - 60-მა პროსომხურმა კონგრესმენმა აშშ-ის მთავრობას მოუწოდა, დააწესონ სანქციები​ აზერბაიჯანის წინააღმდეგ, ეჭვი არ მეპარება, რომ ის სახელმწიფო დეპარტამენტშია დაწერილი, ასეთი უმადურობა შეიძლება?
ილჰამ ალიევი - 60-მა პროსომხურმა კონგრესმენმა აშშ-ის მთავრობას მოუწოდა, დააწესონ სანქციები​ აზერბაიჯანის წინააღმდეგ, ეჭვი არ მეპარება, რომ ის სახელმწიფო დეპარტამენტშია დაწერილი, ასეთი უმადურობა შეიძლება?

დღეს დილით შემატყობინეს, რომ 60-მა პროსომხურმა ამერიკელმა კონგრესმენმა აშშ-ის მთავრობას მიმართა, მოუწოდა, დააწესონ მორიგი სანქციები აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რაზე მეტყველებს ეს? იმაზე, რომ ჩვენ წინააღმდეგ მტრული პოლიტიკა არ წყდება, ვვარაუდობ, რომ ავტორი და ადრესატი ერთი და იგივეა, რადგან სანქციები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სახელზეა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ ჯებრაილის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ალიევის თქმით, როდესაც აშშ-ს აზერბაიჯანი სჭირდება, მის წინააღმდეგ სანქციებს აუქმებს, ხოლო როცა აღარ სჭირდება, სანქციებს კვლავ აღადგენს.

„დღეს დილით შემატყობინეს, რომ 60-მა პროსომხურმა ამერიკელმა კონგრესმენმა აშშ-ს მთავრობას მიმართა, მოუწოდა დააწესონ მორიგი სანქციები აზერბაიჯანის წინააღმდეგ. რაზე მეტყველებს ეს? იმაზე, რომ ჩვენ წინააღმდეგ მტრული პოლიტიკა არ წყდება. ვვარაუდობ, რომ ავტორი და ადრესატი ერთი და იგივეა, რადგან სანქციები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სახელზეა. თუმცა, უმცირესი ეჭვიც არ მაქვს, რომ ის იქვეა დაწერილი, სახელმწიფო დეპარტამენტში. ამერიკამ 1992 წელს, მაშინ როდესაც მიწებს ვკარგავდით, ჩვენ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შემდეგ 2001 წელს სანქციები გაუქმდა. რატომ? იმიტომ, რომ დაიწყო მათი საოკუპაციო საქმიანობა ავღანეთში, დამპყრობლური ომი და ჩვენ მათ ვჭირდებოდით. ვიდრე ავღანეთში იყვნენ, ეს სანქციები ყოველწლიურად იცვლებოდა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ. როგორც კი ავღანეთიდან გაიქცნენ, თანაც მთელი მსოფლიოს თვალწინ, ჩვენ წინააღმდეგ ისევ სანქციები დააწესეს. შეიძლება ასეთი უმადურობა?! ანუ როდესაც გჭირდებოდით, აუქმებდით სანქციებს, როდესაც აღარ დაგჭირდით, კვლავ აღადგინეთ“, – განაცხადა ალიევმა.