ილჰამ ალიევი - 2021 წელს აზერბაიჯანმა „სამხრეთის გაზის დერეფანში“ 14 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზის ექსპორტირება განახორციელა
2021 წელს აზერბაიჯანმა „სამხრეთის გაზის დერეფანში“ 14 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზის ექსპორტირება განახორციელა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გლობალურ ფორუმზე „მსოფლიო „კოვიდ-19“-ის შემდეგ“ განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი მიეწოდა მომხმარებლებს საქართველოში, თურქეთში, იტალიაში, ბულგარეთში და საბერძნეთში.
„ჩემს მიერ გაჟღერებული გაზის მოცულობის თითქმის ნახევარი ევროპელებმა მომხმარებლებმა მიიღეს. იმ ქვეყნებში, სადაც აზერბაიჯანული გაზი წავიდა, ფასის კრიზისი არ ყოფილა და არავინ გაყინულა“, – თქვა ალიევმა.
„სამხრეთის გაზის დერეფანი“ 3.5 ათას კილომეტრიანი პროექტია, რომელიც ბაქოდან საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთის და ალბანეთის გავლით, იტალიამდე ვრცელდება.
„სამხრეთის გაზის დერეფნის“ ძირითადი წყარო შაჰ დენიზის საბადოა, რომლის მარაგი 1.2 ტრილიონი კუბური მეტრია.