აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 20 ივლისს პარიზს ეწვევა. ილჰამ ალიევი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება. ინფორმაციას აზერბაიჯანში საფრანგეთის საელჩო ადასტურებს.
ორი ქვეყნის ლიდერები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტსა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.