ილჰამ ალიევი - 12 ივლისის მოვლენების შემდეგ დილამდე ვმუშაობდით, ვერ შევძელი მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის მოძებნა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელმარ მამედიაროვის საქმიანობა გააკრიტიკა.
ალიევის განცხადებით, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა არავითარი რეაგირება არ მოახდინა, როდესაც აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ვითარება გართულდა.
„რას აკეთებდა საგარეო საქმეთა მინისტრი? სად იყო? ჩვენ ვმუშაობდით 12 ივლისის მოვლენების შემდეგ. პრემიერ-მინისტრი სამსახურში იყო, მე დილამდე ვმუშაობდი. თავდაცვის მინისტრი, გენშტაბის ხელმძღვანელი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი და უშიშროების საბჭოს მდივანი დილამდე მუშაობენ. მე ვერ შევძელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოძებნა“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ილჰამ ალიევმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის დიპლომატიური საქმიანობა უნდა იყოს თავდასხმითი და არა თავდაცვითი და პასიური.