ილან შორი, რომლის პარტიაც მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა, ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნის
ილან შორი, რომლის პარტიაც მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა, ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნის

ილან შორი, რომლის პარტიაც მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა, ახალ პოლიტიკურ პლატფორმას – „შანსს“ ქმნის, – ამის შესახებ პოლიტიკური ძალის ლიდერმა, ილან შორმა განაცხადა.

მედიის ცნობით, თავად ილან შორი ახალ პარტიაში პოლიტიკური კოორდინატორის თანამდებობის დაკავებას გეგმავს.

„ეს ბლოკი განახორციელებს ყველა იმ პროექტს, რასაც პარტია „შორი“ ადრე ახორციელებდა“, – აღნიშნა შორმა.

პოლიტიკური ძალის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს, მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლითაც  პარტია „შორი“ უკანონოდ ცნეს.

ამასთან, ილან შორმა განაცხადა, რომ ახალი პლატფორმის მიზანია, მოიგოს ადგილობრივი, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, ასევე „მოლდოვა გახდეს მდიდარი, აყვავებული, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი ქვეყანა“.

„ჩვენი ბლოკი ღიაა ყველასთვის, ვისაც ბედნიერი და აყვავებული მოლდოვის აშენება სურს. ბლოკის მუშაობის პოლიტიკური კოორდინატორის როლს ჩემს თავს ვუტოვებ“, – აღნიშნა შორმა.

შეგახსენებთ, მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „შორი“ 19 ივნისს არაკონსტიტუციურად ცნო.  ამის შემდეგ მოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პარტია „შორის“ ლიკვიდაციას.