IKEA-ს დამფუძნებელი ინგვარ კამპრადი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა
IKEA-ს დამფუძნებელი ინგვარ კამპრადი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

კომპანია IKEA-ს დამფუძნებელი ინგვარ კამპრადი 91 წლის ასაკში, შვედეთში გარდაიცვალა. ინფორმაციას კომპანიის მოქმედი ხელმძღვანელი ტორბიერნ ლეფი ავრცელებს.

„ჩვენ ძალინ ვწუხვართ ინგვარის გარდაცვალების გამო. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება მისი ერთგულება და მიზანდასახულობა, რომლითაც ის ხალხს ემსახურებოდა. არასდროს დანებდეთ და ყოველთვის მიბაძეთ კარგ მაგალითს“, – ნათქვამია IKEA-ს მოქმედი ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

კამპრადი 1926 წელს დაიბადა. მან IKEA 17 წლის ასაკში დააფუძნა. 1988 წლიდან ინგვარ კამპრადი კომპანიის საქმიანობაში არ ერეოდა, თუმცა მაინც იკავებდა მთავარი მრჩევლის თანამდებობას.