ირაკლი კობახიძე - ეს არის ბოლო პოლარიზებული არჩევნები, 2024 წელს არჩევნები ჩატარდება განსხვავებულ გარემოში, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იქნება ქართულ პოლიტიკაში
მთლიანობაში, კმაყოფილი ვართ იმ პროცესის, რომელიც წარიმართა. მგონია, საქართველოში ბოლო პოლარიზებული არჩევნები გვაქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამის მიზეზია მთავარი ოპონენტის ბოროტება.
„ჩვენი მეგობრები ყველა შეშფოთებით უყურებდნენ, რომ არჩევნები ამ შემთხვევაშიც პოლარიზებულ გარემოში ტარდებოდა. ამას აქვს ერთადერთი მიზეზი, ამის მიზეზია – ჩვენი მთავარი ოპონენტი არის ბოროტება, კრიმინალი, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური პოლიტიკური დაჯგუფება. ამ ძალას წერტილი დაესვა დღეს ქართველი ამომრჩევლის მიერაც. აქედან შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ბოლო პოლარიზებული არჩევნები. 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თვისობრივად განსხვავებულ გარემოში, რადგან ქართულ პოლიტიკაში მადესტაბილიზებელი ფაქტორი – „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.