იგუაინი „ტოტენჰემისთვის“ მზად არის, მანჯუკიჩი კითხვის ნიშნის ქვეშაა
ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა, გონსალო იგუაინმა ტრავმა მოირჩინა და შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ.
შეხვედრა 7 მარტს ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე გაიმართება.
Football Italia-ს ინფორმაციით, ტურინელთა მეორე ფორვარდის, მარიო მანჯუკიჩის თამაში ამ მატჩში ჯერაც კითხვის ნიშნის ქვეშ არის.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი „იუვენტუსსა“ და „ტოტენჰემს“ შორის 2:2 დასრულდა. იტალიის ჩემპიონს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მოგება ან 3:3 ფრე სჭირდება.