იგუაინი „ტოტენჰემისთვის“ მზად არის, მანჯუკიჩი კითხვის ნიშნის ქვეშაა

08:37, 06.03.2018

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა, გონსალო იგუაინმა ტრავმა მოირჩინა და შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ.

შეხვედრა 7 მარტს ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე გაიმართება.

Football Italia-ს ინფორმაციით, ტურინელთა მეორე ფორვარდის, მარიო მანჯუკიჩის თამაში ამ მატჩში ჯერაც კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი „იუვენტუსსა“ და „ტოტენჰემს“ შორის 2:2 დასრულდა. იტალიის ჩემპიონს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მოგება ან 3:3 ფრე სჭირდება.

მსგავსი