გონსალო იგუაინმა დევიდ ბექჰემის კლუბთან კონტრაქტი შეათანხმა
გონსალო იგუაინმა დევიდ ბექჰემის კლუბთან კონტრაქტი შეათანხმა

„იუვენტუსის“ ფორვარდი გონსალო იგუაინი კარიერას „მეიჯორ ლიგ სოკერში“ (MLS) გააგრძელებს. 32 წლის არგენტინელმა პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა „ინტერ მაიამისთან“, რომლის თანამფლობელია დევიდ ბექჰემი.

როგორც ირკვევა, მრავალმილიონიანი ხელშეკრულება 2022 წლის ბოლომდე იქნება ძალაში. იმის გამო, რომ იგუაინის კონტრაქტი „იუვენტუსთან“ 2021 წლის ზაფხულამდე მოქმედებს, ამერიკულ კლუბს მოუწევს იტალიურისთვის კომპენსაციის გადახდა.

იგუაინი „იუვენტუსში“ 2016 წლის ზაფხულიდან თამაშობს. გასულ სეზონში არგენტინელმა 44 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 11 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.