გონსალო იგუაინი MLS-ის სეზონის შემდეგ კარიერას დაასრულებს #1TVSPORT
გონსალო იგუაინი MLS-ის სეზონის შემდეგ კარიერას დაასრულებს #1TVSPORT

ცნობილი არგენტინელი ფორვარდი გონსალო იგუაინი უახლოეს პერიოდში დაასრულებს კარიერას. მისმა კლუბმა „ინტერ მაიამიმ“ გამოაცხადა, რომ 34 წლის ფეხბურთელმა MLS-ის მიმდინარე სეზონის შემდეგ სპორტიდან წასვლა გადაწყვიტა.

ამ სეზონში იგუაინმა MLS-ის რეგულარული ჩემპიონატის 21 მატჩში 14 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

კარიერის განმავლობაში არგენტინელი თამაშობდა „რეალში“, „იუვენტუსში“, „მილანში“, „ნაპოლიში“, „ჩელსისა“ და „რივერ პლეიტში“. მას სამ-სამჯერ აქვს მოგებული ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატები.

იგუაინმა არგენტინის ნაკრებში 75 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა. 2014 წელს ის ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.

„ინტერ მაიამის“ რეგულარულის დასრულებამდე ორი მატჩი რჩება. ფლორიდული გუნდი მეშვიდე ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში.