იგუაინი შეიძლება თავის ძმასთან ამერიკულ კლუბში გადავიდეს
იგუაინი შეიძლება თავის ძმასთან ამერიკულ კლუბში გადავიდეს

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა გონსალო იგუაინმა შესაძლოა კარიერა MLS-ის კლუბ „დი სი იუნაიტედში“ გააგრძელოს, სადაც მისი ძმა ფედერიკო იგუაინი თამაშობს.

როგორც იტყობინებიან, ვაშინგტონურ კლუბს უეინ რუნის წასვლის შემდეგ, შემადგენლობაში სხვა ვარსკვლავური სტატუსის მქონე ფეხბურთელის აყვანა სურს. კლუბში მიაჩნიათ, რომ 35 წლის ფედერიკო იგუაინს, რომელიც „დი სი იუნაიტედს“ 2020 წელს შეუერთდა, შეუძლია ამ ჩანაფიქრის შესრულება.

აღვნიშნავთ, რომ ფედერიკოს, რომელიც თავის ძმაზე სამი წლით უფროსია, ჯერ არ ჰქონია ახალ გუნდში დებიუტი. ადრე ის „კოლამბუს ქრიუში“ გამოდიოდა.

გონსალო იგუაინს კონტრაქტით კიდევ ერთი სეზონი რჩება ტურინულ კლუბში.