იგუაინი მზად არის „იუვენტუსის" დასატოვებლად
იგუაინი მზად არის „იუვენტუსის" დასატოვებლად

„იუვენტუსის” არგენტინელმა ფორვარდმა გონსალო იგუაინმა, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს ტურინული კლუბი.

32 წლის ფეხბურთელის მიმდინარე ხელშეკრულება იტალიურ გუნდთან 2021 წლის 30 ივნისამდეა ძალაში, მაგრამ რამდენიმე იტალიური გამოცემის ცნობით, არგენტინელი აპირებს ზაფხულში იტალიის ჩემპიონთან კონტრაქტის გაწყვეტას.

უფრო ადრე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგუაინი არ შედის ტურინელთა ახალი მთავარი მწვრთნელის ანდრეა პირლოს გეგმებში.

გასულ სეზონში იგუაინმა იტალიის ჩემპიონატის 32 მატჩში ითამაშა და რვა გოლი გაიტანა.