იგუაინი ტურინში დაბრუნდა და ორკვირიან კარანტინს გაივლის
იგუაინი ტურინში დაბრუნდა და ორკვირიან კარანტინს გაივლის

„იუვენტუსის“ თავდამსხმელი გონსალო იგუაინი არგენტინიდან იტალიაში დაბრუნდა, იუწყება „ფუტბოლ იტალია“. წყაროს ინფორმაციით, არგენტინელი ფორვარდი ტურინში 15 მაისს ჩაფრინდა და უახლოეს დღეებში სამედიცინო შემოწმებას, შემდეგ კი ორკვირიან კარანტინს გაივლის.

როგორც ირკვევა, ამჟამად „ბებერი ქალბატონის“ ძირითადი შემადგენლობის ყველა ფეხბურთელი ტურინშია და სერია ა-ს შესაძლო განახლებისთვის ემზადება.