იგუაინის გადაბირებით ბილბაოს „ატლეტიკია“ დაინტერესებული
იგუაინის გადაბირებით ბილბაოს „ატლეტიკია“ დაინტერესებული

„იუვენტუსის“ თავდამსხმელი გონსალო იგუაინი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. მიმდინარე წლის ზაფხულში არგენტინელს ტურინელებთან კონტრაქტი ეწურება და, თუ შეთანხმება არ გაგრძელდა, ფეხბურთელი ახალ გუნდს უფასოდ შეუერთდება.

ესპანური გამოცემა „მარკას“ ინფორმაციით, იგუაინის გადაბირებით ბილბაოს „ატლეტიკია“ დაინტერესებული. როგორც ცნობილია, ამ ბასკური გუნდის სატრანსფერო პოლიტიკის მიხედვით, მათ შემადგენლობაში თამაში მხოლოდ ისეთ ფეხბურთელს შეუძლია, რომელსაც ბასკური ფესვები აქვს ან ბასკეთშია დაბადებული.

როგორც ირკვევა, იგუაინი ამ კრიტერიუმს სავსებით აკმაყოფილებს, რადგან მისი გვარი ბასკური წარმოშობისაა.

„იუვენტუსის“ შემადგენლობაში იგუაინი 2016 წლიდან თამაშობს, მანამდე კი „რივერ პლეიტის“, „რეალ მადრიდისა“ და „ნაპოლის“ ღირსებას იცავდა. გარდა ამისა, ის იჯარის წესით გამოდიოდა „მილანსა“ და „ჩელსიში“.