იგორ კოკოშკოვი „ფინიქსს“ უახლოვდება
იგორ კოკოშკოვი „ფინიქსს“ უახლოვდება

„ფინიქს სანზის“ ბოსები აპირებენ მეორე გასაუბრება გამართონ საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელთან იგორ კოკოშკოვთან, რომელიც “იუტაში” მთავარი მწვრთნელის ქუინ სნაიდერის ასისტენტად მუშაობს.

სერბ სპეციალისტსა და არიზონულ კლუბს შორის უკვე გაიმართა მოლაპარაკებების პირველი რაუნდი და ახლა, “ფინიქსის” ხელმძღვანელობა აპირებს უფრო დეტალურად შეისწავლოს კოკოშკოვის კანდიდატურა.

46 წლის კოკოშკოვმა NBA-ში სამწვრთნელო მუშაობა 2000 წელს დაიწყო. ამ დროის განმავლობაში, ის “ლოს ანჯელეს კლიპერსის”, “დეტროიტის”, “ფინიქსის”, “კლივლენდის”, “ორლანდოსა” და “იუტას” სამწვრთნელო შტაბში შედიოდა.

იგორ კოკოშკოვის გარდა, “ფინიქსის” მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ პოსტზე განიხილება ჯეისონ კიდის, მაიკ ბუდენჰოლცერისა და ჯეი ტრაიანოს კანდიდატურები.