მოლდოვაში ვითარება დესტაბილიზაციის ზღვარზეა, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა ბრიფინგზე განაცხადა.
იგორ დოდონმა მოსახლეობას მოუწოდა, არ მიიღონ შესაძლო საპროტესტო აქციებში მონაწილეობა და არ წამოეგონ პროვოკაციებს.
მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ დეპუტატებს მთავრობის ფორმირება 7 ივნისამდე უნდა მოეხდინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის პრეზიდენტს შესაძლოა პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება მიეღო.
დოდონი ამბობს, რომ პარლამენტის დათხოვნას 10 ივნისამდე არ გეგმავს.
„ვთხოვ მოსახლეობას, დღეს და ხვალ არ გამოხვიდეთ სახლებიდან, არ მოახდინოთ პარლამენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობების ბლოკირება. მე თქვენ გთხოვთ“ – თქვა დოდონმა.
მოლდოვის პრეზიდენტმა შექმნილი ვითარება აშშ-ის, ევროკავშირის და რუსეთის დიპლომატებთან შეხვედრაზე განიხილა.