იგორ დოდონი - მოლდოვა რუსეთისგან კრედიტის სახით 300 მილიონ დოლარს მიიღებს
იგორ დოდონი - მოლდოვა რუსეთისგან კრედიტის სახით 300 მილიონ დოლარს მიიღებს

მოლდოვა რუსეთისგან კრედიტის სახით 300 მილიონ დოლარს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია მოლდოვის პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა პუტინთან გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გაავრცელა.

როგორც იგორ დოდონმა განაცხადა, კრედიტი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის იქნება გამიზნული.

„პრინციპული გადაწყვეტილება მიღებულია. იანვარში შეთანხმების პირობებს მოლდოვისა და რუსეთის ფინანსთა სამინისტროები შეათანხმებენ. თებერვალში კი, შეთანხმებას პარლამენტში დაამტკიცებენ“, – განაცხადა იგორ დოდონმა.

მოლდოვის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ რუსეთთან გაფორმებული შეთანხმების პირობები დასავლელ პარტნიორებთან დადებული ანალოგიური ხელშეკრულებების მსგავსი იქნება.