იგნაციო კასისი - შვეიცარიის კონსენსუსზე დაფუძნებულ პოლიტიკურ სისტემას ევროკავშირთან ახალი შეთანხმებისთვის მეტი დრო სჭირდება
შვეიცარიის ბეჯით, კონსენსუსზე დაფუძნებულ პოლიტიკურ სისტემას ევროკავშირთან ახალი შეთანხმების გასაფორმებლად მეტი დრო სჭირდება, – ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგნაციო კასისიმ განაცხადა.
იგნაციო კასისის თქმით, ქვეყანამ გადაწყვეტილებები მიიღო, თუმცა ევროკავშირისგან განსაზღვრული დრო შვეიცარიის მსგავსი პირდაპირი დემოკრატიის შესაძლებლობებს არ შეესაბამება.
ახალმა ხელშეკრულებამ ევროკავშირის არაწევრ შვეიცარიაში ერთიანი ბაზრის წესების შემოღება უნდა უზრუნველყოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს კი, შვეიცარიაში საკუთარი ქვეყნების მსგავსი უფლებები ექნებათ. ჩნდება ახალი სავაჭრო შეთანხმების დადების შესაძლებლობაც, როგორიცაა ელექტროენერგიის სისტემების გაერთიანება.
შვეიცარიის ულტრა-მემარჯვენე „სახალხო პარტია“ ხელშეკრულებას სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს. ინიციატივას ეწინააღმდეგებიან მემარცხენე-ცენტრისტი სოციალ-დემოკრატებიც.