იერუსალიმში, გოდების კედლიდან 100 კილოგრამამდე წონის ქვა ჩამოვარდა და მომლოცველების გვერდით დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფაქტს, რომ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია იერუსალიმის მერია სასწაულად აფასებს და ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს, შესაბამისმა სამსახურებმა უფრო ინტენსიურად აწარმოონ ინსპექციები მსგავსი ინციდენტების აღმოსაფხვრელად.
მომხდარის გამო, დროებით დაიხურა „დასავლეთის კედლის” მიმდებარე ტერიტორია