იერუსალიმში, ბენიამიმ ნეთანიაჰუს ოფისთან ოთხდღიანი საპროტესტო მსვლელობის შემდეგ მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს
იერუსალიმში, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამიმ ნეთანიაჰუს ოფისთან ოთხდღიანი მსვლელობის შემდეგ, რომელიც თელ-ავივიდან დაიწყო, ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებს, მთავრობის შეცვლასა და მძევლების გასათავისუფლებლად „ჰამასთან“ შეთანხმების დადებას ითხოვენ.
დემონსტრანტებმა ქალაქის რამდენიმე გზატკეცილი გადაკეტეს.
მათი თქმით, ისრაელის მოსახლეობა იმსახურებს უკეთეს ხელისუფლებას, რომელიც მიმდინარე მოვლენებზე აიღებს პასუხისმგებლობას.
ანტისამთავრობო აქციები ისრაელის სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს.