პალესტინელები იერუსალიმის ტაძრის მთაზე რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ მხარდამჭერ სლოგანებს სკანდირებენ – „დაარტყი თელ-ავივს“. გამოცემა „თაიმს ოფ ისრაელის“ ინფორმაციით, დამასკოს კარიბჭესთან, სალაჰ ად-დნის ქუჩაზე პალესტინელებმა ნაგვის ურნები დაწვეს, პოლიციასთან შეტაკებები ინტენსიურ სახეს იღებს. „სულით და ხორცით, ჩვენ გამოვისყიდით ალ-აქსას“, – სკანდირებენ პალესტინელები.
პალესტინური მედიის ინფორმაციით, ტაძრის მთაზე, სადაც მუსლიმთა ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე, ალ-აქსას მეჩეთი მდებარეობს, რამადანის ლოცვას 90 0000-მდე პალესტინელი დაესწრო.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის შეტაკებები განახლდა შეიხ ჯარას უბანში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, პოლიცია იერუსალიმში პასუხისმგებლობით მოქმედებს, უზრუნველყოფს წესრიგს და კანონის უზენაესობას, აგრეთვე რელიგიის თავისუფლებას.