იენს სტოლტენბერგი ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნების პრეზიდენტებს შეხვდა
იენს სტოლტენბერგი ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნების პრეზიდენტებს შეხვდა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენებრგი ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნების პრეზიდენტებს შეხვდა. სამიტი სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გაიმართა.

შეხვედრაში სლოვაკეთის პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობდნენ მისი კოლეგები ბულგარეთიდან, ჩეხეთიდან, ესტონეთიდან, უნგრეთიდან, რუმინეთიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან და პოლონეთიდან.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა და ათი ქვეყნის პრეზიდენტებმა ევროპაში უსაფრთხოების სიტუაცია განიხილეს.

ამასთან, სამიტის მონაწილეებმა აღნიშნეს ჩეხეთის, უნგრეთისა და პოლონეთის ნატო-ში გაწევრიანების 20 წლისთავი, ხოლო ბულგარეთის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და ბალტიის ქვეყნების ნატო-ში შესვლის 15 წლისთავი.

„დღეს ჩვენ ზეიმის მიზეზი გვაქვს. თუმცა ამავე დროს, ჩვენ ვერ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას, ვიყოთ კმაყოფილები. მსოფლიო უფრო რთული და არაპროგნოზირებადი გახდა, ვიდრე ოდესმე იყო“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავების ერთადერთი გზა სიძლიერისა და ერთიანობის შენარჩუნებაა.