იენს სტოლტენბერგსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზაციაზე ისაუბრეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელი, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს. იენს სტოლტენბერგსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
„ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების შესახებ. ნატო გააგრძელებს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ჩვენი უაღრესად ღირებული პარტნიორის მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, მოახდინოს დეესკალაცია და გააგრძელოს დიალოგის გზა მშვიდობიანი გადაწყვეტის მოსაძებნად“, – წერს სტოლტენბერგი.