იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დროა, თურქეთმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადების რატიფიცირება მოახდინოს
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დროა, თურქეთმა შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადების რატიფიცირება მოახდინოს.
სტოლტენბერგმა აღნიშნული განცხადება თურქეთში ოფიციალური ვიზიტის დროს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ცნობისთვის, 13 თებერვალს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა თურქეთსა და უნგრეთს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადების რატიფიცირება.