იენს სტოლტენბერგი - ყველა მოკავშირემ მკაფიოდ გაიგო დონალდ ტრამპის გზავნილი თავდაცვით ხარჯებთან დაკავშირებით
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ყველა მოკავშირემ მკაფიოდ გაიგო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გზავნილი თავდაცვით ხარჯებთან დაკავშირებით.
იენს სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ მოკავშირეებმა წლების განმავლობაში ხარჯების მილიარდებით შემცირების შემდეგ, ახლა ამ მილიარდების ნატო-ს ბიუჯეტში შეტანა დაიწყეს.
„მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა ადმინისტრაცია გადაიბარა, ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ 41 მილიარდი დოლარი დაამატეს მათ თავდაცვით ხარჯებს“, – აღნიშნავს სტოლტენბერგი.
მისი თქმით, მოკავშირეებმა ასევე აიღეს ვალდებულება, არსებითად გაზარდონ ეს რიცხვი.
„დღეს ყველა მოკავშირე თანახმაა, გააორმაგოს წვლილი. ეს გააძლიერებს ნატო-ს“, – აცხადებს ალიანსის გენერალური მდივანი.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ნატო-მ კოლექტიური თავდაცვის მიზნით, მეხუთე აამოქმედა, 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ იყო. მისივე განცხადებით, შედეგად, ათასობით ევროპელი და კანადელი სამხედრო გვერდით დაუდგა ამერიკას ავღანეთში, 1000-მდე მათგანს ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
ნატო-ს გენერალური მდივანი თვლის, რომ ევროპაში ამერიკული კონტინგენტის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-ის გავლენის პროგნოზირებისთვის აფრიკაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, რათა თავიდან აირიდონ არეულობა ალიანსის ნაპირებთან.
„განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ჩვენ ერთად უფრო მეტს ვაკეთებთ ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, – დასძინა სტოლტენბერგმა.