ჩვენ ვთანხმდებით, რომ ყველამ უნდა გავაკეთოთ უფრო მეტი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი. მათ შორისაა თავდაცვის ხარჯები. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ყველამ უნდა გავაკეთოთ უფრო მეტი. კარგი ახალი ამბავია, რომ წევრმა ქვეყნებმა დაიწყეს ხარჯების გაზრდა. წინ საინტერესო სამიტი გველოდება“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ბრიუსელში ნატო-ს სამიტი დღეს იწყება და 12 ივლისს დასრულდება.