იენს სტოლტენბერგი - ვგმობ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გასვლის შესახებ რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლა დაგმო, – აღნიშნულის შესახებ მან „ტვიტერზე“ დაწერა.
„ვგმობ რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გასვლის შესახებ, ჩვენი მოკავშირე თურქეთისა და გაერო-ს ძალისხმევის მიუხედავად. რუსეთის უკანონო ომი უკრაინის წინააღმდეგ ზიანს აყენებს მილიონობით დაუცველ ადამიანს მთელ მსოფლიოში“, – დაწერა სტოლტენბერგმა.
რუსეთმა შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმებების ნაწილი არ შესრულდა.