იენს სტოლტენბერგი - ველოდები, რომ გადავწყვეტთ მეტის გაკეთებას საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის, რომლებიც დაუცველი არიან რუსეთის საფრთხის წინაშე
ველოდები, რომ ჩვენ ასევე გადავწყვეტთ, გავაკეთოთ მეტი ნატო-ს სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც დაუცველი არიან რუსეთისგან მომდინარე საფრთხისა და შეჭრის წინაშე, მათ შორის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გააქტიურების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გააქტიურებით, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს გააძლიერონ გამძლეობა და ნებისმიერი მომავალი აგრესიის პრევენცია განახორციელონ“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ხუთშაბათს ნატო-ში შეხვედრა გაიმართება, რომელზეც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ისაუბრეს და ამასთან, შეხვედრას დაესწრება საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი.
„ჩვენ შემოგვიერთდება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, რომელიც ბოლოდროინდელი მოვლენების საქმის კურსში ჩაგვაყენებს, მათ შორის მოსკოვთან მოლაპარაკების თაობაზე. ფინეთი, შვედეთი, საქართველო და ევროკავშირი შეხვედრას დაესწრებიან და ჩვენ შემოგვიერთდებიან ნატო-ს პარტნიორები აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან – ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია, კორეა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.