იენს სტოლტენბერგი - ვაგრძელებთ მოწოდებას რუსეთის მიმართ, გამოიწვიოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება და გამოიყვანოს ჯარები
ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ჩვენ ვაგრძელებთ მოწოდებას რუსეთის მიმართ, გამოიწვიოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება და გამოიყვანოს ჯარები, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ სალომეს ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებას შეეხებოდა.
„გასულ წელს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი გავაფართოვეთ, რაც ეხმარება საქართველოს, გაატაროს რეფორმები, გააძლიეროს თანამშრომლობა მოკავშირეებთან და გააგრძელოს წვლილის შეტანა ერთობლივ უსაფრთხოებაში.
ჩვენი ძირითადი პრიორიტეტები მოიცავს უსაფრთხო კომუნიკაციას. პრეზიდენტმა და მე შეხვედრაზე განვიხილეთ ტრენინგები და წვრთნები, საზღვაო მხარდაჭერის გაძლიერება. დღეს ჩვენ ასევე შევეხეთ უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში და რუსეთის მიერ სამხედრო მშენებლობის გაგრძელებას. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ჩვენ ვაგრძელებთ მოწოდებას რუსეთის მიმართ, გამოიწვიოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება და გამოიყვანოს ჯარები“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგისა და სალომე ზურაბიშვილის ერთობლივილი პრესკონფენერციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.