იენს სტოლტენბერგი-თურქეთმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის რეალურად ბევრი რამ გააკეთა
იენს სტოლტენბერგი-თურქეთმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის რეალურად ბევრი რამ გააკეთა

ნატო მხარს უჭერს თურქეთის გამჭვირვალობას სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით – ამის შესახებ თურქეთში ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების მიუხედავდ, თურქეთმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის რეალურად ბევრი რამ გააკეთა.

„ნატოს არც ერთ მოკავშირეს არ გადაუტანია იმ რაოდენობის ტერორისტული თავდასხმა, რამდენიც თურქეთს. თქვენ ხართ ყველაზე დაუცველი მოკავშირე რეგიონის არასტაბილურობის ფონზე“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

თავის მხრივ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ნატოს გენერალურ მდივანთან საუბრისას რეგიონული ვითარება განიხილეს, მათ შორის სირიასთან, ლიბიასთან და ერაყთან დაკავშირებული საკითხები.