იენს სტოლტენბერგი - შოკირებული ვარ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობით, ვუსურვებ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას
იენს სტოლტენბერგი - შოკირებული ვარ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობით, ვუსურვებ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას

შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობით, ვუსურვებ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას და ჩემი ფიქრები დაზარალებულებთანაა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში წერს.

„ვგმობ ამ თავდასხმას. პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ აქვს ჩვენს დემოკრატიულ ქვეყნებში. ნატო-ს მოკავშირეები ერთად დგანან ჩვენი თავისუფლებისა და ღირებულებების დასაცავად”, – აღნიშნავს იენს სტოლტენბერგი.

ცნობისთვის, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ამასთან, საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპზე თავდასხმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ის განეიტრალებულია.