იენს სტოლტენბერგი - შევხვდი ნატო-ს მჭიდრო პარტნიორ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს
შევხვდი ნატო-ს მჭიდრო პარტნიორ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
„ვისაუბრეთ უკრაინაში რუსეთის უკანონო ომზე. ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – წერს იენს სტოლტენბერგი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს საცხოვრებელ რეზიდენციაში დღეს შეხვდა.