იენს სტოლტენბერგი - საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია
იენს სტოლტენბერგი - საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია

საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, – ასე ეხმაურება ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას.

ნატო-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ საქართველოს საერთო უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

„შესანიშნავი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია და საერთო უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს“ , – წერს იენს სტოლტენბერგი.