იენს სტოლტენბერგი „საერთაშორისო ბირთვული ძალების შეთანხმების“ შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს
იენს სტოლტენბერგი „საერთაშორისო ბირთვული ძალების შეთანხმების“ შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

ნატო-ს გენერალური მდივანი „საერთაშორისო ბირთვული ძალების შეთანხმების“ შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

გამოცემა „ფრანკფურტერ ალემაინე ცაიტუნგ“-ში გამოქვეყნებულ საავტორო სვეტში, იენს სტოლტენბერგი მოსკოვს მოუწოდებს, ისარგებლოს „ბოლო შანსით“ შეთანხმების გადასარჩენად. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, მთელი მსოფლიო ნაკლებად სტაბილური გახდება.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთს არაერთხელ შესთავაზა გაენადგურებინა რაკეტა „ისკანდერ ემ“-ი, რაც შეთანხმების გადარჩენას შესაძლებელს გახდიდა.

საშუალო და მოკლე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება აშშ-ის და საბჭოთა კავშირს შორის 1987 წელს გაფორმდა, რომელიც ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების განადგურებას ითვალისწინებდა.