იენს სტოლტენბერგი - რუსეთმა შეარყია მშვიდობა ევროპის კონტინენტზე, მოსკოვს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ძალიან დიდი ხნის წინ დაგეგმილი აგრესიის გამო, მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ქმედებები
რუსეთმა შეარყია მშვიდობა ევროპის კონტინენტზე, მოსკოვს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ძალიან დიდი ხნის წინ დაგეგმილი აგრესიის გამო, მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ქმედებები, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგანგებო ვირტუალური სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
„მოგესალმებით, ნატო-ს ლიდერთა შეხვედრაზე, სადაც ჩვენი მჭიდრო პარტნიორები, შვედეთი, ფინეთი და ევროკავშირიც მონაწილეობს. რუსეთმა შეარყია მშვიდობა ევროპის კონტინენტზე, ანუ რის გაფრთხილებასაც ვახორციელებდი თვეების განმავლობაში, მოხდა, მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, რათა გვეპოვა დიპლომატიური გამოსავალი. მოსკოვს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ასეთი თავხედური და ძალიან დიდი ხნის წინ დაგეგმილი აგრესიის გამო. ჩვენ რუსეთის აგრესიას ვგმობთ ყველაზე უფრო მკაცრად. მოვუწოდებ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი სამხედრო ქმედებები. ჩვენ უკრაინის მამაცი ხალხის გვერდზე ვდგავართ, სრულად ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს, მის უფლებას, საკუთარი თავის დაცვისა და საკუთარი გზის მოძებნის უფლებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, ბრიუსელში ნატო-ს საგანგებო ვირტუალური სამიტი მედიისთვის დახურულია.