იენს სტოლტენბერგი რუსეთისა და სირიის პრეზიდენტებს იდლიბის პროვინციაში ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთისა და სირიის პრეზიდენტებს მოუწოდებს, დაუყონებლივ შეწყვიტონ იდლიბის პროვინციაში ოპერაცია.
„შეშფოთებული ვარ იდლიბში არსებული სიტუაციით. ვხედავთ, რომ ათასობით ადამიანი იძულებულია გაიქცეს. ვხედავთ, როგორ იბომბება ისეთი ადგილები, სადაც სამოქალაქო პირები გადაადგილდებიან და ამას ვგმობთ. ამიტომ მოვუწოდებთ ასადს და რუსეთს, რომელიც ასადს ეხმარება, შეწყვიტონ ეს თავდასხმა და პატივი სცენ საერთაშორისო კანონმდებლობას“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
დეკემბრის დასაწყისიდან იდლიბი და ალეპო 689 ათასმა ადამიანმა დატოვა.