იენს სტოლტენბერგი - რუსეთი საკმაოდ ხშირად არ სცემს პატივს საერთაშორისო სამართალს და ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას
იენს სტოლტენბერგი - რუსეთი საკმაოდ ხშირად არ სცემს პატივს საერთაშორისო სამართალს და ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას

რუსეთი არ უნდა ჩაერიოს დემოკრატიულ პროცესებში, არ უნდა სცადოს ბელარუსი ხალხის ნების ჩახშობა, – განაცხადა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, განიხილა თუ არა და ხედავს თუ არა ნატო ბელარუსში ან მოლდოვში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობას, ამ ქვეყნებში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.

სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი საკმაოდ ხშირად არ სცემს პატივს საერთაშორისო სამართალს და ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ბელარუსის ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას. ბელარუსის მომავალი ამ ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვართ, როდესაც ვხედავთ მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევას და ფუნდამენტური დემოკრატიული უფლებების უპატივცემულობას.

თუმცა ამ ქვეყნის მომავალი ბელარუსის ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. შესაბამისად, არ უნდა მოხდეს უცხოური ინტერვენცია და რუსეთი არ უნდა ჩაერიოს დემოკრატიულ პროცესებში, არ უნდა სცადოს ბელარუსი ხალხის ნების ჩახშობა.

რაც შეეხება მოლდოვას, მინდა, მივულოცო ხალ პრეზიდენტს. მოლდოვა ნატო-ს პარტნიორი ქვეყანა. მე ველოდები მასთან შეხვედრას, რადგან ჩვენ ვაფასებთ მოლდოვასთან, როგორც ჩვენი ალიანსის პარტნიორთან თანამშრომლობას.

ჩვენ ვხედავთ, როგორ განათავსა რუსეთმა ჯარები ჩვენს უახლოეს სამეზობლოში მთავრობების ნების საწინააღმდეგოდ; თუ როგორ მოახდინა რუსეთმა ყირიმის უკანონო ანექსია; როგორ განაგრძობს აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციას, როგორ ჰყავს რუსეთს განთავსებული ჯარები საქართველოს რეგიონებში და მოლდოვის დნესტრისპირეთში. ეს არის მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ რუსეთი საკმაოდ ხშირად არ სცემს პატივს საერთაშორისო სამართალს და ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის მოლდოვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.