პუტინის ბირთვული რიტორიკა სახიფათო და უპასუხისმგებლოა, – „ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ეს სახიფათო რიტორიკაა. ეს არის უპასუხისმგებლო საქციელი და რა თქმა უნდა, როდესაც ამ რიტორიკას გააერთიანებ იმასთან, რასაც ისინი უკრაინაში აკეთებენ – აწარმოებენ ომს დამოუკიდებელი, სუვერენული ერის წინააღმდეგ, ახორციელებენ სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში, ეს ვითარებას უფრო ასერიოზულებს“, – აღნიშნავს სტოლტენბერგი.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის ბრძანება გასცა.