იენს სტოლტენბერგი - პოლონეთში აშშ-ის ახალი საჰაერო თავდაცვის ბაზა, რომელიც შექმნილია ბალისტიკური რაკეტების შეტევების აღმოსაჩენად და შესაჩერებლად, მზად არის ფუნქციონირებისთვის
პოლონეთში აშშ-ის ახალი საჰაერო თავდაცვის ბაზა, რომელიც შექმნილია ბალისტიკური რაკეტების შეტევების აღმოსაჩენად და შესაჩერებლად, მზად არის ფუნქციონირებისთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ბალისტიკური რაკეტების მზარდი საფრთხის ფონზე ბაზის მზადყოფნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.
„როგორც თავდაცვით ალიანსს, ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ეს საფრთხე. სარაკეტო თავდაცვა არის არსებითი ელემენტი ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის მთავარი ამოცანისთვის“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
აშშ-ის ახალი ბაზა პოლონეთის ქალაქ რეძიკოვოში შეიქმნა, რომელსაც შეუძლია მოკლე და საშუალო მანძილზე მფრენი ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება.