იენს სტოლტენბერგი - ნებისმიერი ვარაუდი, რომ მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის უსაფრთხოებას, ველოდები, აშშ დარჩება ნატო-ს ერთგულ მოკავშირედ, მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში
იენს სტოლტენბერგი - ნებისმიერი ვარაუდი, რომ მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის უსაფრთხოებას, ველოდები, აშშ დარჩება ნატო-ს ერთგულ მოკავშირედ, მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში

ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანის ნებისმიერ წევრზე თავდასხმას ერთიანი და ძლიერი პასუხი მოჰყვება.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ ისაუბრა.

„ნებისმიერი ვარაუდი იმის შესახებ, რომ მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის მთელ ჩვენს უსაფრთხოებას, მათ შორის აშშ-ის, და მზარდი რისკის წინაშე აყენებს ამერიკელ და ევროპელ ჯარისკაცებს. მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, ველოდები, რომ აშშ დარჩება ნატო-ს ძლიერ და ერთგულ მოკავშირედ“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა დასძინა, რომ ნატო-ს „შეუძლია, დაიცვას ყველა მოკავშირე“.

შეგახსენებთ, სამხრეთ კაროლინაში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მსვლელობისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის წაახალისებდა რუსეთს, რათა თავს დასხმოდა ნატო-ს ნებისმიერ წევრს, რომელიც არ გადაიხდიდა გადასახადებს, როგორც დასავლური სამხედრო ალიანსის ნაწილი.