იენს სტოლტენბერგი - ნატო უკრაინისთვის კარს ღიას ტოვებს, თუმცა კიევმა ჯერ ალიანსის სტანდარტებს უნდა მიაღწიოს
ნატო უკრაინისთვის კარს ღიას ტოვებს, თუმცა კიევმა ჯერ რეფორმები უნდა გაატაროს და ალიანსის სტანდარტებს მიაღწიოს. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ნატო ღია კარის პოლიტიკის ერთგული რჩება, რაც დადასტურებულია ლიდერების მიერ. ჩვენ ასევე ერთგული ვრჩებით მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპის, რომ თითოეულ ქვეყანას გააჩნია სუვერენული უფლება, განსაზღვროს თავისი გზა. ეს ასევე ეხება უკრაინასაც“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება ჩაერიოს ამ პროცესში. სტოლტენბერგის განცხადებით, ეს არის მხოლოდ კონკრეტული ქვეყნისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტი.