იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვა, მხარდაჭერა უკრაინისადმი და გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა
ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ორდღიან შეხვედრაზე უკრაინის მხარდაჭერისა და სხვა გლობალური საკითხების განსახილველად შეიკრიბნენ.
„დღეს ჩვენ განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვა, გავაძლიეროთ მხარდაჭერა უკრაინისადმი და გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა. ასევე, განვიხილავთ ნატო-ს 75-ე საიუბილეო სამიტის მომზადების საკითხებს, რომელიც მომავალ წელს ვაშინგტონში გაიმართება. მოკავშირეები უკრაინას კვლავ ურყევად უჭერენ მხარს და ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ უკრაინა ნატო-სთან დავაახლოოთ“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
მინისტერიალის დაწყებამდე ასევე აღინიშნა, რომ განიხილება ჩინეთსა და დასავლეთ ბალკანეთთან, აგრეთვე, ღაზასთან დაკავშირებული საკითხები.