იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს მოკავშირეებმა რუსეთს უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს, ამავდროულად, ალიანსი არ არის კონფლიქტის ნაწილი, ჩვენ არ ვეძებთ ომს რუსეთთან
ჩვენ ვგმობთ თავდასხმებს მშვიდობიან მოქალაქეებზე და თავდასხმას ატომურ სადგურზე. ეს აჩვენებს ამ ომის უგუნურებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი დასრულება და ის, რომ რუსეთმა გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები და ჩაერთოს დიპლომატიურ ძალისხმევაში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საგანგებო მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა, რომელსაც ევროკავშირთან ერთად ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
„ნატო-ს მოკავშირეებმა უპრეცედენტო სანქციები დააწესეს. ჩვენ ვახორციელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ამავდროულად, ნატო არ არის კონფლიქტის ნაწილი, ნატო თავდაცვითი ალიანსია. ჩვენ არ ვეძებთ ომს რუსეთთან. ამავდროულად, უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ იყოს გაუგებრობა, ჩვენს ვალდებულებასთან დაკავშირებით დავიცვათ ყველა მოკავშირე, ამიტომ ჩვენ გავზარდეთ ნატო-ს ძალები ნატო-ს აღმოსავლეთ ნაწილში. ეს თავდაცვითი წარმომადგენლობაა. მივესალმები აშშ-სგან მტკიცე ერთგულებას მეტი ჯარით. ასევე მივესალმები ევროკავშირისა და კანადის გააქტიურებას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში მეტი კონტინგენტით ხმელეთზე, ზღვასა და ცაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.