იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს ძალები უკრაინაში არ არის და გეგმებიც არ გვაქვს, რომ გავაგზავნოთ, ჩვენ ვზრდიდით ნატო-ს ძალებს აღმოსავლეთ ფლანგზე, ალიანსის ტერიტორიაზე
იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს ძალები უკრაინაში არ არის და გეგმებიც არ გვაქვს, რომ გავაგზავნოთ, ჩვენ ვზრდიდით ნატო-ს ძალებს აღმოსავლეთ ფლანგზე, ალიანსის ტერიტორიაზე

ნატო-ს საბრძოლო დანაყოფები საერთოდ არ არის უკრაინაში. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ არავითარი გეგმები არ გვაქვს, ნატო-ს ძალები გადავისროლოთ უკრაინაში, – ასე უპასუხა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მედიის შეკითხვას, იმყოფებიან თუ არა ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალები უკრაინაში.

მისივე თქმით, ნატო-ს ძალების უკრაინაში  გაგზავნა არ იგეგმება. ამასთან, როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, უნდა დაიცვან ნატო-ს ყველა მოკავშირე და ზრდიან ნატო-ს ძალებს აღმოსავლეთ ფლანგზე, ალიანსის ტერიტორიაზე.

„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვზრდიდით ნატო-ს ძალებს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის, ნატო-ს ტერიტორიაზე. უკრაინა არის მაღალღირებული პარტნიორი, მრავალი წლის განმავლობაში ვეხმარებით უკრაინას. ვცდილობთ, თანამედროვე სამხედრო ძალების შექმნაში დავეხმაროთ. ჩვენ ვაძლიერებთ მათ შეიარაღებულ ძალებს, ასევე ნატო-ს მოკავშირეები ვმუშაობთ კიბერთავდაცვის უსაფრთხოებაზე, მაგრამ ნატო-ს ძალები უკრაინაში არ არის და გეგმებიც არ გვაქვს, რომ ნატო-ს ძალები უკრაინაში გავაგზავნოთ.

ჩვენ უნდა დავიცვათ ნატო-ს ყველა მოკავშირე, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას ვაძლევთ ნატო-ს მოკავშირეებს. ჩვენ მოვახდინეთ ამ ვალდებულების დემონსტრირება იმით, რომ გავზარდეთ ძალების რაოდენობა აღმოსავლეთ ფლანგზე. გავზარდეთ აღმოსავლეთ რეგიონში ჩვენი დასწრება. ჩვენ მოვახდინეთ ნატო-ს გეგმების აქტივაცია, რომ არ დავინახოთ ამ კონფლიქტის გავრცელება ნატო-ს ტერიტორიაზე. რუსეთმა იცის, რომ ნატო-ს მოკავშირეებზე თავდასხმა გამოიწვევს პასუხს ყველა მოკავშირიდან. რუსეთი არ განახორციელებს შეტევას, რადგან ჩვენ ვართ ყველაზე ძლიერი ალიანსი ისტორიაში. ნატო-ს მოკავშირეებმა უკრაინისადმი მხარდაჭერა უზრუნველყვეს სხვადასხვა გზით გასული წლების განმავლობაში. 2014 წლიდან კიბერუსაფრთხოების სხვადასხვა აქტივობაში ვეხმარებოდით. ასევე, შესაძლებლობების გაზრდის ზომებში ვუწევდით დახმარებას. გარდა ამისა, ნატო სამხედრო აღჭურვილობას აწვდიდა უკრაინას თავდაცვითი იარაღის, ტრენინგისა და მომზადების თვალსაზრისით. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, თუმცა ეს არის ნატო-ს ინდივიდუალური მოკავშირე წევრების გადასაწყვეტი. კონტაქტები ხდება ჩვენს სამხედრო მეთაურებსა და რუსეთს შორის. ვეცდებით, დავუკავშირდეთ მათ, რათა დეესკალაციამდე მივიდეთ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.