იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს და ევროკავშირის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ახლა, როცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ჩვენი ძირითადი ღირებულებები გამოწვევის წინაშეა
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ევროკავშირი და ნატო უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად ერთად დგანან.
სტოლტენბერგის თქმით, ევროკავშირმა დააწესა უპრეცედენტო სანქციები, უკრაინას უწევს ეკონომიკურ დახმარებას, ნატო-ს მოკავშირეებმა გააძლიერეს უკრაინის მხარდაჭერა.
„ევროპარლამენტში ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ ახლა პირველად ხდება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ექსკლუზიურ ჯგუფთან შეხვედრა. მოუთმენლად ველი ყველა მათგანთან შეხვედრას. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირი და ნატო ერთად ვდგავართ უკრაინის სოლიდარობის კუთხით. ევროკავშირმა დააწესა უპრეცედენტო სანქციები, უკრაინას უწევს ეკონომიკურ დახმარებას. ნატო-ს მოკავშირეებმა ასევე გააძლიერეს უკრაინის მხარდაჭერა. დღემდე ნატო-ს მოკავშირეებმა დაპირება გასცეს და უზრუნველყვეს სულ მცირე 8 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება უკრაინისთვის“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის განმარტებით, ნატო-ს და ევროკავშირის თანამშრომლობა ყოველთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ახლა.
„ჩვენ ვხედავთ უკრაინისთვის ჩვენი შემდგომი დახმარების გაზრდის მნიშვნელობას. ნატო-ს და ევროკავშირის თანამშრომლობა ყოველთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენი ძირითადი ღირებულებები: დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა გამოწვევის წინაშეა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო“, – განაცხადა სტოლტენბერგმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.