იენს სტოლტენბერგი - NATO-ის მიზანი რუსეთის იზოლირება არ არის
იენს სტოლტენბერგი - NATO-ის მიზანი რუსეთის იზოლირება არ არის

NATO-ის მიზანი რუსეთის იზოლირება არ არის, თუმცა გასულ თვეს რუს აგენტსა და მის ქალიშვილზე თავდასხმის გამო, მოსკოვის მიმართ უკმაყოფილების გამოსახატავად გარკვეული ზომების მიღება მოგვიხდა, – ამის შესახებ განცხადება NATO-ის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

ალიანსმა გასულ კვირას „ნატოში“ რუსეთის მისიის შვიდი დიპლომატი გააძევა და დელეგაციის შემადგენლობის მაქსიმუმი 30-დან 20-მდე შეამცირა.

„ჩვენ ვაგრძელებთ მცდელობებს რუსეთთან უკეთესი ურთიერთობისთვის, რადგან ის ჩვენი მეზობელია და არსად წავა. ჩვენი მიზანი რუსეთის გარიყვა არ არის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.