იენს სტოლტენბერგი - მსოფლიო გმობს ამ უაზრო ომს, ნატო-ს მოკავშირეები და პარტნიორები აწესებენ უპრეცედენტო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინისადმი მხარდაჭერაში
მსოფლიო გმობს ამ უაზრო ომს. ნატო-ს მოკავშირეები და პარტნიორები აწესებენ უპრეცედენტო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ჩვენ ერთიანები ვართ უკრაინისადმი მხარდაჭერაში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენებრგმა ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის გახსნითი სიტყვის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, ნატო-ს მინისტრები შეიკრიბნენ, რათა განიხილონ რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე და მოემზადონ მომავალ კვირაში დაგეგმილი სამიტისთვის.
„ჩვენ შემოგვიერთდა ჩვენი უკრაინელი კოლეგა ოლექსი რეზნიკოვი, ასევე ჩვენი სხვა პარტნიორები, საქართველო, ფინეთი, შვედეთი და ევროკავშირი. მსოფლიო გმობს ამ უაზრო ომს. ნატო-ს მოკავშირეები და პარტნიორები აწესებენ უპრეცედენტო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინისადმი მხარდაჭერაში. მრავალი წლის განმავლობაში ნატო-ს მოკავშირეებმა გაწვრთნეს ათობით ათასი უკრაინელი სამხედრო და მიაწოდეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღჭურვილობის დიდი რაოდენობა, რათა დახმარებოდნენ უკრაინას, დაეცვა თავისი უფლება, დაიცვას საკუთარი თავი. რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან ალიანსმა მნიშვნელოვანად გააძლიერა მხარადაჭერა მამაცი უკრაინელი ხალხისადმი, მთავრობისადმი და შეიარაღებული ძალებისადმი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებით, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარებით და მილიონობით ლტოლვილებისთვის თავშესაფრის მიცემით. დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დავუჭიროთ მხარი უკრაინას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.