იენს სტოლტენბერგი - მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, ორივე რეგიონი საქართველოს ნაწილია
იენს სტოლტენბერგი - მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, ორივე რეგიონი საქართველოს ნაწილია

მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, რადგან ორივე რეგიონი საქართველოს ნაწილია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა.

„ნატოს კარი ღიაა. ლიდერებმა ივლისში გამოხატეს ერთგულება 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილების მიმართ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. დღეს ნატოს წევრებმა დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეწყვიტოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, რადგან ეს ორივე რეგიონი საქართველოს ნაწილია.

მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს რეგიონებიდან. შეშფოთებულები ვართ შავი ზღვის რეგიონში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდით. შავი ზღვის უსაფრთხოება პრიორიტეტულია ნატო-სთვის და პრიორიტეტულია საქართველოსთვის. ჩვენ ვმუშაობთ ისე მჭიდროდ, როგორც არასდროს“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.